ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსს 462 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 462 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამურად, ვირუსს უკვე 2182 პაციენტი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემშია ნათქვამი.

El Pais-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 87% – 70 წელს გადაცილებული ადამიანები არიან.

რაც შეეხება ინფიცირების სტატისტიკას – 23 მარტის მდგომარეობით, 33 089, ერთ დღეში ციფრი 4517-ით გაიზარდა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო მდგომარეობათა პრევენციის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა, ფერნანდო სიმონმა განაცხადა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების მატება 15-დან 13%-მდე შემცირდა, მისი თქმით, ასეთი უმნიშვნელო კლებაც კი იმედს იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები