ნიკოლოზ გამყრელიძე: კორონავირუსისგან 8 გამოჯანმრთელებულ ადამიანს შორის არ ვარ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალიან მაგარი ექიმების ძალისხმევით მალე დავტოვებ კლინიკას
საქართველოში კორონავირუსისგან 8 გამოჯანმრთელებულ ადამიანს შორის “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის შვილი, ჯერჯერობით, არ არის – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ნიკოლოზ გამყრელიძე ავრცელებს.
ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.
“მეგობრებო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ მე ხომ არ ვარ 8 გამოჯანმრთელებულში, გავრცელდა ინფორმაცია რომ გამომწერეს კლინიკიდან. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის, ძალიან ვაფასებ თანადგომას ასეთ დროს. ჯერჯერობით, ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და ვაგრძელებ მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში. თავს ვგრძნობ ნორმალურად და იმედი მაქვს, რომ, ჩვენი ძალიან მაგარი ექიმების და სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით, მალე დავტოვებ კლინიკას. მანამდე ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს სახლში დაბრუნებას და აქ მყოფებს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას!”, – წერს გამყრელიძე.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა.