“ნატო არ აღიარებს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს”
ნატო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„ნატო არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც გუშინ ჩატარდა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი.