მესტიაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, 13 წლის მოზარდი დაიღუპა

მესტიაში, ლატალის თემში არასრულწლოვანი, 13 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა.

თვითმხილველთა თქმით, მას იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც თვითდაზიანება მიიღო. ახალგაზრდა მძიმე ჭრილობით მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „რეგიონულ კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოიძება სსკ-ის 116-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები