ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3611-მდე გაიზარდა, 25 ლეტალური შემთხვევაა

​ავსტრიაში გასულ დღეს კორონავირუსის 367 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, წინა დღესთან შედარებით, 19%-ით მეტია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საიტზეა ნათქვამი.

23 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3611 შეადგენს, მათგან ყველაზე მეტია ზედა ავსტრიაში – 696, ტიროლში – 676, შტირიაში – 447 და ვენაში – 451.

დაავადებას 25 ადამიანი ემსხვერპლა.

ავსტრიაში 13 აპრილამდე გამკაცრებული ზომები მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები