სამშენებლო კომპანია “ანაგი” ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს აგრძელებს

სამშენებლო კომპანია “ანაგი” სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა ვალდებულების შესრულებას განაგრძობს. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ამ ურთულესი, საერთო გამოწვევის ჟამს, სამშენებლო კომპანია „ანაგი“, სრულად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მოწოდებას კერძო სექტორის მიმართ, რომელიც თავის შინაარსით გულისხმობს მოქალაქეობრივ და სოციალურ მაღალ პასუხისმგებლობას და სახელმწიოებრივ ხედვას თითოეული პასუხიმგებლიანი კომპანიის მხრიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს ვანვაცხადოთ, რომ „ანაგი“, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, შეუფერხებლად განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, როგორც კერძო კომპანიების, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის ინსფრასტრუქტურული პროექტების განხრორცილების კუთხით.

კომპანია „ანაგი“ იღებს პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე, ასევე მისი ათასობით თანამშრომლის კეთილდღეობაზე და რათქმაუნდა მათი კუთვნილი ხელფასის დროულ და სრულად ანაზღაურებაზე,” – ნათქვამია “ანაგის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები