გიორგი მარგველაშვილი: მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას

“მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;
– მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!
– მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!”,- წერს მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები