საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

როგორც ირკვევა, შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა და ინფიცირებულს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

დეტალურ ინფორმაციაზე კომენტარს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოგვიანებით გააკეთებს.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტია მოთავსებული. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს,  მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

აჭარაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში,ბოლო მონაცემებით,კორონავირუსის 48 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია,კარანტინის რეჟიმში რჩება 1966 ადამიანი,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები