ნიკოლოზ მჭედლიშვილი: პრემიერმა დროულად მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება დროული იყო.
„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. პრემიერ-მინისტრმა, ჩემი აზრით, დროულად მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. მესმის, რომ ეს რეჟიმი აქამდე არ იყო შემოღებული და ესეც განპირობებული იყო იმ სიტუაციით, რაც იყო აქამდე კორონავირუსის გავრცელების მხრივ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო ქვეყნის ეკონომიკა და მისი მაქსიმალურად დაცვა. დაწრმუნებული ვარ ყველაფერი კარგად ჩაივლის! ღმერთო, გადაარჩინე საქართველო!” – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.