ლაშა მესხი: ვიცი რამდენად დიდი წყურვილი აქვთ ზოგიერთ ვაი ოპოზიციონერს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „ქულები” დაიწერონ
ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“ვიცი რამდენად რთულია ასეთ ვითარებაში პოპულისტი პოლიტიკოსების ვნება „ლიშბი” ტელევიზორში გამოჩნდნენ.
ისიც ვიცი რამდენად დიდი წყურვილი აქვთ ზოგიერთ ვაი ოპოზიციონერს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „ქულები” დაიწერონ.
დღეს ვუყურე ანგელა მერკელის მიმართვას, კანცლერი ამბობდა, რომ გერმანია ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
შესაბამისად ვფიქრობ დროა დიდმაც, პატარამაც და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ გავაცნობიეროთ სწორად არსებული ვითარება. რეალობა უკიდურესად მძიმეა!
ახლა ერთმანეთის დაჭმის, ბინძური პოლიტ თამაშებისა და იაფფასიანი პოპულიზმის დრო არაა!
ვაი პოლიტიკოსები, მოშორდით ცოტა ხანს მიკროფონებს, ეკრანებს და აცადეთ პროფესიონალებს!
მთელი მსოფლიო ახლა პროფესიონალი მედიკოსების ხელშია თქვენი „გალსტუკები” დროებით არაა საინტერესო!
ნუ გშურთ იმის, რომ ძლივს ეკრანებზე ნასწავლი ადამიანები ჩანან :)
ჩვენ კი ხალხო ამ ეტაპზე არაფერი დაგვჩენია, გარდა იმისა რომ დავჯდეთ სახლში და დაველოდოთ. ამ ლოდინში ცხადია მიუხედავად ჩვენი პოლიტ გემოვნებისა სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ სამთავრობო სტრუქტურებს!
ყველაფერი კარგად იქნება ! დანარჩენს მერე მოვუვლით…”, – წერს მესხი.