ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსის 2,8 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

“ესპანეთში კორონავრიუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2,8 ათასით გაიზარდა და 19980 ადამიანი შეადგინა”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების პრევენციის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა, ფერნანდო სიმონმა.

მისი ინფორმაციით, 19 მარტს ვირუსს 235 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით 1002 ლეტალური შემთხვევაა.

სიმონის განცხადებით, 1588 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ესპანეთი, იტალიის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით, ევროპაში მეორე ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები