პარლამენტში შემსვლელ პირებს თერმო-სკრინინგი უტარდებათ

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დღეიდან პარლამენტში შესვლაზე კონტროლი გამკაცრდა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შემსვლელმა ყველა პირმა, მათ შორის, დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა, შენობაში შემოსასვლელად შესაბამისი თერმო-სკრინინგის პროცედურა გაიარეს.

შენობაში შემომსვლელთა ინდივიდურ, თერმო-სკრინინგს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამედიცინო დეპარტამენტის მეთვალყურეობით ახორციელებს. შესაბამისი აღჭურვილობა პარლამენტს სპეციალურმა სამსახურებმა უკვე გადასცეს.

პირები, რომლებსაც შემოწმების შედეგად დაუფიქსირდებათ 37-ზე მაღალი ტემპერატურა, შენობაში არ დაიშვებიან და მიეცემათ რეკომენდაცია, რომ ექიმს მიმართონ.
დღეიდან პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები.
საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლა ხდება მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის ერთი მხარიდან (C კორპუსის ზედა შემოსასვლელი). დროებით შეჩერებულია საშვების გაცემაც.
შეზღუდვები შეეხო მედიასაც. დღეიდან პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ბრიფინგებისა და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები