სატვირთო მატარებლის ვაგონში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისი-ფოთის სატვირთო მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამი ეკიპაჟი მუშაობდა და ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები