პრემიერმა ოთხი მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა და მასზე პასუხისმგებლობა შესაბამის მინისტრებს დაავალა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა და ამ მიმართულებებზე პასუხისმგებლობა შესაბამის მინიტრებს დაავალა.

მინისტრის თქმით, ეს მიმართულებებია: ჯანდაცვა, სამოქალაქო წესრიგი, სასურსათო მარაგების მართვა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება და ეკონომიკა.

„რა თქმა უნდა, პირველი მიმართულება გახლავთ ჯანდაცვა და მასზე პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მეორე მიმართულებაა – სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც სრულად პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური, მესამე მიმართულებაა – სასურსათო მარაგების მართვა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელია – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მეოთხე მიმართულება, ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიზისის შემდგომ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი. ეკონომიკურ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი“,-განაცხადა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები