ბორჯომში სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის, მეუფე ლაზარეს ლოცვა-კურთხევით, ბორჯომში ქალაქის ქუჩები იკურთხა.
სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებთან ერთად, საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს მსვლელობა და შემოიარეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი და ბორჯომის უბნები.
ქალაქის კურთხევის პროცესში ეპარქიის 10 მოძღვარი მონაწილეობდა.
ცნობისთვის, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს მასშტაბით, სასულიერო პირების მიერ მიმდინარეობს სხვადასხვა ქალაქის კურთხევა.