მარინა ეზუგბაია: დღეს დილიდან აღებულია 9 პაციენტის ანალიზი და მათზე ტესტირება დღის პირველ ნახევარში ჩატარდება
“დღეს დილიდან კორონავირუსზე აღებულია 9 პაციენტის ანალიზი და მათზე ტესტირება დღის პირველ ნახევარში ჩატარდება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღის მეორე ნახევარში შემომატებული პაციენტების ტესტირება დღის მეორე ნახევარში ჩატარდება.
„გუშინ 21 პაციენტთან ჩატარდა კორონავირუსზე ტესტირება და მარტო ერთ ქალბატონთან მივიღეთ დადებითი პასუხი. 20 შემთხვევაში პასუხი იყო უარყოფითი. დღეს დილიდან აღებულია 9 პაციენტის ანალიზი და მათზე ტესტირება ჩატარდება დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში შემომატებული პაციენტების ტესტირება უკვე დღის მეორე ნახევარში ჩატარდება, რომელზე პასუხსაც უკვე ხვალ დილას მოგახსენებთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. აქედან 1 გამოჯანმრთელებულია.