თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 191–მდე გაიზარდა, 2 ლეტალური შემთხვევაა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 191–მდე გაიზარდა, ვირუსს კიდევ ერთი ადამიანი, 61 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ჯამურად, ქვეყანაში 2 გარდაცვალება ფიქსირდება.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ, განაცხადა.
ერთ დღეში თურქეთში 98 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის მზად არ აღმოჩნდნენ, მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნდამენტური ცვლილების წინაშე დადგა.
“დასავლეთის ქვეყნებმა დაზარალებულები ბედის ანაბარა დატოვეს და იქცევიან პრინციპით “ვინც შეძლებს, გადარჩეს”. იქ საკუთარ მოქალაქეებზე წლობით არ ზრუნავდნენ, საბაზისო სახელმწიფო სამსახურები კერძო სექტორის მართვაშია გადაცემული. ახლა კი მათი ნაციონალიზაცია დაიწყეს. გლობალური ეკონომიკური, პოლიტიკური წყობის ახალ ეპოქაში შევდივართ”, – აღნიშნა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე.