ბათუმში რკინიგზის საბაჟო ტერმინალი გაიხსნა
ბათუმში საქართველოს რკინიგზის საბაჟო ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალი სატვირთო ავტომანქანებიდან ტვირთების პირდაპირ სარკინიგზო ვაგონებში გადატანას მოემსახურება. ტერმინალიდან ტვირთი ყაზახეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით გავა. ახალი ტერმინალის ფუნქციონირების მიზანი ტვირთბრუნვის გაზრდაა. ანალოგიური ტერმინალი წლის ბოლოსთვის ვალეშიც გაიხსნება. გახსნის ცერემონიას საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, აჭარის მთავრობისა და უცხოური პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.