31 მაისამდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ6-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, საჭიროა, 2020 წლის 31 მაისამდე საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის დროებით ჩაკეტვა მხოლოდ სატვირთოავტოტრანსპორტისთვის.

სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროის ამ პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძისდა საერთაშორისო მნიშვნელობისსენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილოგზების გამოყენებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედემხედველობითა და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები