კორონავირუსის გამო ვენეციაში დაწესებულმა კარანტინმა ქალაქის ეკოლოგიაზე დადებითი გავლენა მოახდინა – არხებში წყალი გაცილებით სუფთა გახდა.
წყლის დასუფთავება მოხდა იმიტომ, რომ არხზე გონდოლები აღარ მოძრაობენ, და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში წყალი კიდევ უფრო დასუფთავდეს, რადგან ევროკავშირმა 30 დღით საზღვრები ჩაკეტა.