გია ვოლსკი: არ მგონია, რომ იყოს ვინმე, ვინც თავის თავს, ახლობელსა და, საერთოდ, საზოგადოებას არ მოუფრთხილდება

“იმედი ვიქონიოთ, რომ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე დაწესებული სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით,  მას არ ჰგონია, რომ იყოს ვინმე, ვინც თავის თავს, ახლობელსა და, საერთოდ, საზოგადოებას არ მოუფრთხილდება.

„იმის მოლოდინიც მაქვს, რომ არანაირი სანქციის გამოყენება არ დაგვჭირდება, რადგან საშიშროება რეალურია, გავრცელების პერსპექტივა, სამწუხაროდ, არსებობს და არ მგონია, რომ საზოგადოებაში იყოს ვინმე, ვინც თავის თავს, ახლობელს და საერთოდ საზოგადოებას არ მოუფრთხილდება. ამას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს 3000 ლარის ოდენობით, იურიდიულ პირებს კი 15 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრებათ.

განმეორებითი ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, შინაპატიმრობას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები