მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტის კონტაქტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტის კონტაქტია.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირების გაკეთება დაახლოებით 10 პაციენტზეა დაგეგმილი.

„გუშინ ჩვენთან ჩატარდა 21 პაციენტზე ტესტირება COVID-19-ზე. აქედან 19 პაციენტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და ორ პიროვნებასთან დადასტურდა. ჩვენს ცენტრში ორი პაციენტი იმყოფება, ჩემთვის არ არის ცნობილი, დანარჩენი ორი პაციენტი სად არის. ეს ორი პაციენტი ჩვენთან მოთავსებული პაციენტის კონტაქტია.

ახლა, დაახლოებით, 10-დან 11-მდე პაციენტისთვის ცხვირ-ხახის ნაცხი იყო ტესტირებისთვის ასაღები. მაგრამ აღების პერიოდში თუ პაციენტი კიდევ შემოდის, ემატება. ამ ეტაპზე 10-ია მაგრამ შეიძლება, 2-3 პაციენტის შემატება მოხდეს. იცით, რომ ორ ეტაპად კეთდება ანალიზები, დილით და საღამოს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები