მალხაზ ძიძიგური: ვენდობი ამ მთავრობას გახარიას მეთაურობით, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და წინ აღუდგა საკაცობრიო ჭირს

„შეიძლება, ჩვენზე უფრო მალე დასძლიონ “კარონა”, მაგრამ ის, რაც ჩვენმა პატარა ქვეყანამ აჩვენა კაცობრიობას, სამაგალითო და მისაბაძი გახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის და უკვე ხელმძღვანელობენ საქართველოს მთავრობისა და, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს გამოცდილებით“, – ამის შესახებ ბლოგერი მალხაზ ძიძიგური სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპამ ამ ვითარებაში სრული უსუსურობა და არაორგანიზებულობა გამოავლინა. რა მაქვს მხედველობაში: ისინი, ასეულ მილიარდობით ბიუჯეტის პატრონები, ახლა მოდიან გონს და იკრებენ ძალას. შეიძლება, ჩვენზე უფრო მალე დასძლიონ “კარონა”, მაგრამ ის, რაც ჩვენმა პატარა ქვეყანამ აჩვენა კაცობრიობას, სამაგალითო და მისაბაძი გახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის და უკვე ხელმძღვანელობენ საქართველოს მთავრობისა და, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს გამოცდილებით. ამიტომ ვენდობი ამ მთავრობას გახარიას მეთაურობით, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და წინ აღუდგა საკაცობრიო ჭირს და უამრავი სიცოცხლეც გადაარჩინა. აი, რას ნიშნავს ქართული ნიჭი და ორგანიზებულობა! ერიც გამორჩეული ვართ“, – წერს მალხაზ ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები