სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 72–მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 72 დაავადებულია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთაგან ნაწილი იზოლირებულია, მათთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა მიმდინარეობს.

მინისტრის ინფორმაციით, ჯამურად, რესპუბლიკაში 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში დღეს 64 დადასტურებული შემთხვევა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები