UEFA: ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი წელს აღარ ჩატარდება

კორონავირუსუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს ჩატარდება.

შესაბამისი ინფორმაცია ნორვეგიის საფეხბურთო ასოციაციის საიტზე გავრცელდა.

ტურნირი 2021 წლის 11 ივნისიდან –11 ივლისის პერიოდში გაიმართება.

ევრო –2020–ის გადადების საკითხი, UEFA-ს მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე განიხილებოდა, რომელშიც ევროპის საფეხბურთო კლუბებისა და ლიგების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

ევროპის ჩემპიონატის ჩატარება 12 ქვეყანაში იყო დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები