ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა, ვირუსს 491 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 1987–ით გაიზარდა და 11 178 დადასტურებული შემთხვევა შეადგინა, მათგან 563 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ერთ დღეში 182 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამურად, ვირუსს 491 პაციენტი ემსხვერპლა. კლინიკებიდან 1208 ადამიანია გაწერილი.

აღინიშნება, რომ ყველაზე მძიმე ვითარება მადრიდშია.

ესპანეთში 14 მარტს ორკვირიანი კარანტინი დააწესეს, საჭიროების შემთხვევაში ვადა გახანგრძლივდება.

კომპანიებმა თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები