ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა, ისინი იზოლირებულები არიან, ათამდე კონტაქტი მოწმდება.
ამის შესახებ ბრიფინგზე ორგანიზაციის პრესმდივანმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაავადება გასულ კვირას გამოვლინდა, მათმა კოლეგებმა ვირუსზე ტესტირება გაიარეს, “მეტ ინფორმაციას ველოდებით”.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ვირუსი 150–ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჯამურად, მსოფლიოში 160 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათი დიდი ნაწილი განიკურნა, 6 ათასზე მეტი გარდაიცვალა.