გურამ მაჭარაშვილი: ლევან გოგიჩაიშვილმა და ლევან კობერიძემ უნდა დააკონკრეტონ, რომელი პოლიტიკური პირების გათავისუფლებას ითხოვენ
“ვინაიდან თქვეს, რომ არჩევნების მშვიდად ჩატარებას რამდენიმე პატიმრის გათავისუფლება ხელს შეუწყობს, ლევან გოგიჩაიშვილმა და ლევან კობერიძემ უნდა დააკონკრეტონ რომელი პოლიტიკური პირების გათავისუფლებას ითხოვენ?” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნების და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საკითხის განხილვისას განაცხადა.
“თუ საუბარია 20 ივნისს პარლამენტზე მიტანილი შტურმის გამო დაპატიმრებულ ადამიანებზე, გაუგებარია, მათი გათავისუფლება როგორ შეუწყობს ხელს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას?”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრებმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და ლევან კობერიძემ საკითხის განხილვისას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო შეთანხმებაზე და ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე ისაუბრეს.