რომან კაკულია: მინდა, ვთხოვო ყველა ბიზნესმენს, რომ გარკვეული მარაგების რეალიზებაში დაწესდეს შიდა კონტროლი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას თქმით, სანამ ჩვენი გამოწვევები ადამიანების ჯანმრთელობა და ეკონომიკაა, მანამდე სიტუაცია არის მართვადი. მაგრამ როგორც მან თავის გამოსვლაში განაცხადა, თუ ჩვენ შემოგვივიდა უსაფრთხოების ელემენტი, ეს იქნება სიტუაციის ძალიან დამძიმება, ამიტომ დეპუტატი მოუწოდებს ყველას, ვინც ახლა ეკონომიკაზე ზემოქმედებს, სახელმწიფოსაც და კერძო სექტორსაც, რომ მათი წვლილი არის ძალიან დიდი და ძალიან პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ ნიუანსს. რადგანაც, მისი თქმით, უსაფრთხოება არის ბოლო სტადია, სადამდეც არ უნდა მივიყვანოთ საქმე.
რომან კაკულიას თქმით, პირველ ყოვლისა დგას ადამიანების ჯანმრთელობა, შემდეგ დღის წესრიგში დგება ეკონომიკა, და თუ ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები ვერ მოგვარდება შემდეგ სიტუაცია გადადის ხოლმე უსაფრთხოების რანგში, რაზეც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ასე არ მოხდეს.
„დღეს ეკონომიკის შეფასებისას თავს არ შეგაწყენთ ზედმეტი ტერმინებით, მაგრამ ვხედავთ, რომ ყველა ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკას, არის გარკვეული წნეხის ქვეშ, პირველ ყოვლისა ეს არის ტურიზმი, შემდეგ არის ტრანსპორტი, ეს არის კერძო საკუთრება, რომელიც დაკავებული იყო რესტორნებით თუ თავშეყრის ადგილებით, და ასე შემდეგ. ისმება კითხვა, არის თუ არა ადეკვატური მხარდაჭერის ზომები? აქ შეფასების კრიტერიუმი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ერთადერთი, განვსაზღვროთ მოვლენების განვითარების, ამ ეტაპზე რისი უფლება შეგვიძლია, მივცეთ საკუთარ თავს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ორი თვის შემდეგ და კიდევ იმის შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია, სამთვიანი დახმარების პაკეტის განსჯა მოხდეს არა იმ კრიტერიუმით, თუ რამდენად არიან ეს სექტორები ახლა დარტყმის ქვეშ, ეს პაკეტი აბსოლუტურად გამოიყვანს თუ არა მათ კრიზისიდან, არამედ ჩვენ შევაფასოთ დღევანდელ მოცემულობაში რისი უფლება შეგვეძლო მიგვეცა საკუთარი თავისათვის”, – აღნიშნა დეპუტატმა.
რომან კაკულიამ მიმართა ბიზნესმენებს, რომელიც განსაკუთრებით საცალო ქსელებთან არიან დაკავშირებული და განაცხადა, – „ეს არის ძალია პატარა ქვეყნა, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ყველა სუპერმარკეტის მფლობელი იციან ადამიანებმა, ყველა აფთიაქი ვის ეკუთვნის, ყველა ის დაწესებულება, სადაც პირველადი მოხმარების საგნების გაყიდვა ხდება. ეს ყველაფერი შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც დარეგულირდეს, მაგრამ ახლა არის დღეების ამბავი, ამიტომ პასუხისმგებლიანი მიდგომა მინდა, ვთხოვო ყველა ბიზნესმენს, რომ გარკვეული მარაგების რეალიზებაში შეიძლება დაწესდეს შიდა კონტროლი. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ყიდულობს წიწიბურას, არ არის აუცილებელი 25 კოლოფი ერთიანად შეიძინოს, და ეს შეზღუდვა შეიძლება მან თვითონვე გააკეთოს”, – განაცხადა რომან კაკულიამ.
დეპუტატმა, ასევე, მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ შემოსავლის გარდა იმაზეც იზრუნონ, როგორ სახელს დატოვებენ სამომავლოდ, -„ყველა ვინც ბიზნესს აკეთებთ, ქვეყნის გარდა ცხადია ფიქრობთ თქვენი შვილების მომავალზეც, მე მესმის, მაგრამ შვილებს ფინანსური რესურსების დატოვების გარდა ყველაზე მეტად სჭირდებათ თქვენი კარგი სახელის დატოვებაც სამომავლოდ და საქართველოში ყველა იმახსოვრებს ყოველთვის იმ ადამიანს, რომელიც საერთო გამოწვევებზე საკუთარი კეთილდღეობის აგებას ცდილობს და ჩემი თხოვნა იქნება, ნურავინ ჩაეწერებით ამ სიაში. ყოველგვარი მინიშნების გარეშეც მივმართავ ყველას”, – განაცხადა რომან კაკულიამ.
მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა არსებულ სიტუაციაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებაც და განაცხადა, „ამ კრიზისიდან, დღეს შესაძლოა, დაახლოებით  ნახევარ მილიარდამდე, დავითვალოთ დანაკლისები, რა თქმა უნდა, ეს გაცვლის კურსი თავის როლს ითამაშებს, ვიტყვი რომ პოზიტიურს, რა თქმა უნდა, სირთულეებზე იქნება საუბარი. ამიტომ სავალუტო ფონდთან მუშაობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო დახმარებების დროული და მიზანმიმართული მოზიდვის თემები ახლავე იყოს ჩართული”, – აღნიშნა დეპუტატმა.
​რომან კაკულიამ თავის გამოსვლაში მადლიერება გამოხატა იმ ბიზნესმენების მიმართ, ვინც თანაგრძნობით მიუდგა ამ საქმეს.
„სანამ ჩვენი გამოწვევები არის ადამიანების ჯანმრთელობა და ეკონომიკა, სიტუაცია მანამდე არის მართვადი, თუ ჩვენ შემოგვივიდა უსაფრთხოების ელემენტი, ეს იქნება სიტუაციის ძალიან დამძიმება და ეკონომიკაზე ვინც ახლა ზემოქმედებს, ყველა -სახელმწიფოც და კერძო სექტორიც, მათი წვლილი არის ძალიან დიდი და მე ვთხოვ ყველას ძალიან პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ ნიუანსს”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები