ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1132–მდე გაიზარდა
ავსტრიაში კორონავირუსის 1132 დადასტურებული შემთხვევაა, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე ტესტირება 10278 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან მხოლოდ 1132 აღმოჩნდა დადებითი, სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ვირუსი 150–ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჯამურად, მსოფლიოში 160 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათი დიდი ნაწილი განიკურნა, 6 ათასზე მეტი გარდაიცვალა.