ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების პროცესში სტუდენტთა 53%-ზე მეტია ჩართული

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ელექტრონული კომპონენტებით სწავლების პროცესში, დღეის მონაცემებით, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა 53%-ზე მეტია ჩართული, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 16 მარტიდან ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავიდნენ. ელექტრონული კომპონენტებით სწავლების პლატფორმა elearning.gtu.ge 16 მარტს შეუდგა მუშაობას. პორტალზე ინტეგრაციას სტუდენტები შეფერხების გარეშე გადიან.

ელექტრონული კომპონენტებით სწავლების შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე, ასევე, youtube-ის პლატფორმაზე, სპეციალურად სტუდენტებისთვის, ატვირთულია გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით, რომელთა მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის ინსტრუქციებს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პლატფორმაზე elearning.gtu.ge ატვირთულია სწავლების სამივე საფეხურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სალექციო კურსები, გარდა ამისა, ინტერაქტიურ რეჟიმში მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტის “ფეისბუქგვერდი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები