გიორგი გახარია: რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, სავალდებულო უნდა გახდეს, სანქციების და ჯარიმების მიმართულებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები ხვალ გვექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს სავალდებულო უნდა გახდეს.

მისივე თქმით, თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, სანქციებისა და ჯარიმების მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მთავრობას ხვალ ექნება.

„მე იმით დავიწყე და ვთქვი, რომ რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია. ჩვენ ამ მიმართულებით, ისევე როგორც სანქციების და ჯარიმების მიმართულებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება ხვალ“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები