ბრაზილიაში ციხიდან 400–მდე პატიმარი გაიქცა
“ბრაზილიაში, ქალაქ მონგაგუაში მდებარე ნახევრად ღია ტიპის გამოსასწორებელი კოლონიიდან 400–მდე პატიმარი გაიქცა”, – წერს G1.
მედიასაშუალების ინფორმაციით, პატიმრებმა მას შემდეგ შეძლეს გაქცევა, რაც მძევლად ციხის თანამშრომლები აიყვანეს.
აღინიშნება, რომ ისინი ტყვეებს ამ დრომდე აკავებენ, პოლიცია მოლაპარაკებას მართავს.
გაქცეულთა სამძებრო ოპერაცია დაწყებულია.
G1 აღნიშნავს, რომ, ბრაზილიის კანონმდებლობის თანახმად, ნახევრად ღია ტიპის პენიტენციალურ დაწესებულებებში დაცვას იარაღი არ გააჩნია.