საქსტატი: საქართველოში ხელფასები გაიზარდა

2019 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 117.6 ლარით გაიზარდა და 1 319.6 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 216.3 ლარი (წლიური ზრდა – 3.3
პროცენტი);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 071.3 ლარი (წლიური ზრდა – 12.4 პროცენტი);
• მშენებლობა – 2 037.1 ლარი (წლიური ზრდა – 4.1 პროცენტი);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 1 935.9 ლარი (წლიური ზრდა – 1.8 პროცენტი).
2019 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 018.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 593.2 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 112.5 და 124.7 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები