რუსთავის მერიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები შეაჯამა
COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულების, ასევე, სამუშაო სივრცეში სხვადასხვა საკითხების გადაჭრისა და სერვისების მიღების სურვილით მისული მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დამატებით პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადებების მიღება დროებით შეიზღუდა.
“მომსახურების გაწევა განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ საკითხებზე: ა)ბინის პრივატიზება; ბ)მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება; გ)ქონების განკარგვა(მოთხოვნა იჯარაზე, ქირაზე, აუქციონზე და სხვა); დ)ინფრასტრუქტურა და კომუნალური; ე)დასაქმება; ვ)სტაჟირება-პრაქტიკის გავლა; ზ)არქიტექტურა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის სერვისების განვითარებისა და საქმის წარმოების განყოფილება (კანცელარია) ადგილზე მხოლოდ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე გაუწევს მოქალაქეებს კონსულტაციას და ჩაიბარებს (ხელზე) განცხადებებს. ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა და განცხადებების მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად. ნებისმიერი წერილი, რომელიც შეეხება ზემოთ აღნიშნულ საკითხებს, თანდართული დოკუმენტაციით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე : rustavi.municipality@rustavi.gov.ge
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: მერიის ცხელი ხაზი – 0(341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05; მერიის აპარატის იურიდიული განყოფილება – 0(341) 25 52 40; მერიის აპარატის სერვისების განვითარებისა და საქმის წარმოების განყოფილება (კანცელარია) – 0(341) 25 51 88; მერიის არქიტექტურის სამსახური – 0(341) 25 77 70; მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური – 0(341) 25 51 14; ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილებები – 0(341) 25 50 75; 25 50 25; მერიის ადგილობრივი მოსაკრებელების და ზედამხედველობის სამსახური – 0(341) 25 51 67; 25 51 64; 25 51 58; 25; 51 63; 25 51 45. მერის წარმომადგენელი 13 ასურელი მამის სახ. ადმინისტრაციულ ერთეულში – 0(341) 25 52 50; მერის წარმომადგენელი ვახტანგ გორგასლის სახ. ადმინისტრაციულ ერთეულში – 0(341) 25 52 82; მერის წარმომადგენელი ბართაშვილის სახ. ადმინისტრაციულ ერთეულში – 0(341) 25 50 27; მერის წარმომადგნელი დავით აღმაშენებლის სახ. ადმინისტრაციულ ერთეულში – 0(341) 25 52 69; მერის წარმომადგენელი ძველი რუსთავის სახ. ადმინისტრაციულ ერთეულში – 0(341) 25 51 74; მერის წარმომადგენელი ილია ჭავჭავაძის სახ. ადმინისტრაციულ ერთეულში – 0(341) 25 52 80; მერის წარმომადგენელი ჟიული შარტავას სახ. ადმინისტრაციულ ერთეულში – 0(341) 25 52 47; მერის წარმომადგენელი შოთა რუსთაველის სახ. ადმინისტრაციულ ერთეულში – 0(341) 25 52 74; მერის წარმომადგენელი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში – 0(341) 25 52 78; მერის წარმომადგენელი იაკობ ცურტაველის ადმინისტრაციულ ერთეულში – 0(341) 25 52 64;”- აღნიშნულია განცხადებაში.