თურქეთში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული – მეჩეთებში მასობრივი ლოცვა გაუქმდა

თურქეთში კორონავირუსის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ქვეყნის რელიგიის საკითხთა სამმართველომ მეჩეთებში მასობრივი ლოცვის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ სამმართველოს ხელმძღვანელმა, ალი ერბაშმა განაცხადა.

“კორონავირუსის ახალი ტიპი ადამიანიდან ადამიანზე სწრაფად გადადის, ეპიდემიის ფორმას ღებულობს. ცხადია, რომ მეჩეთებში მასობრივი ლოცვის დროს დაინფიცირების მაღალი რისკია. ამიტომ, ყოველდღიური ლოცვების გადადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, – აღნიშნა ერბაშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები