იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაზრდილია

იტალიაში კორონვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. 15 მარტს ქვეყანაში ვირუსს 368 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 1806–ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი გასული 24 საათის განმავლობაში 3590–ით გაიზარდა და 24 747–ს მიაღწია.

ესპანეთში გუშინ 96 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამურად, 262 შემთხვევაა ლეტალურად დასრულებული. დაავადებულთა რიცხვმა 1407 შეადგინა, რაც, ჯამურად, 7 798–ს შეადგენს.

საფრანგეთში გუშინ 31 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რიცხვია 120. ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის ათასით გაიზარდა და 5400 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები