დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც ბრაზილიის დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც მან გასულ კვირას უმასპინძლა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები