დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კოროვირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედების და განკარგულების შედეგად კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

ტრამპმა ასევე მოუწოდა შტატებს დაუყოვნებლივ შექმნან სასწრაფო დახმარების ცენტრები. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გარდაცვლილია 41 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2045-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები