უკრაინაში კორონავირუსისგან პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა – კიევი საზღვრებს კეტავს

უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში კორონავირუსისგან 71 წლის ქალი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ქალი საავადმყოფოში 12 მარტს იქნა მოთავსებული.

აღნიშნულის შემდეგ, უკრაინის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძალაში 48 საათში შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები