ტურიზმთან დაკავშირებულ დარგებსა და კომპანიებს გადასახადები 4 თვით გადაუვადდებათ
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ დარგებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს 4 თვით გადაუვადებს. ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ეკონომიკას დამატებით 600 მილიონი დაუბრუნდება.
“მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და კომპანებს, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებს 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშავს იმას, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდებს 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსურ რესურსს”, – განაცხადა გახარიამ.