ახმეტის მუნიციპალიტეტში 5 დღეა, ხანძარს ებრძვიან
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორეთში, ინგეთსა და ასშნისველებში 5 დღეა, ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს, ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდს უკიდია.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი “რეგიონულ კვირასთან” აცხადებს, ცეცხლის ქრობის პროცესში ადგილობრივი მოხალისეებიც ჩაერთვნენ და ზუსტი პროგნოზის გაკეთება საღამოსთვის მოხდება.
“ხანძარი რამდენიმე დღეა, რაც გაჩნდა და ქრობის პროცესში ადგილობრივებიც მონაწილეობენ. როგორ მოხდება ხანძრის ლოკალიზება, საღამოს საათებში მეცოდინება”, – განმარტა იოსებ ქარუმაშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობას 70-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. თუმცა, სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.