ბიზნესის მოწყვლად სექტორებს შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები დაუწესდეთ

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მთვარობა მზად არის, კორონავირუსის კერძო სექტორზე გავლენის შესამცირებლად მოწყვლად სექტორებზე საგადასახადო შეღავათები დააწესოს.

ლილუაშვილის განმარტებით, ბიზნესთან გამართული შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა ის ღონისძიებები, რასაც მთავრობა გეგმავს და რაც შექმნილ სიტუაციაში ბიზნესს ოპერირებას შეუმსუბუქებს.
მისი თქმით, ეს არის ისეთი მიმართულებები, როგორებიც არის ფისკალური სტიმულირების ღონისძიებები, კონკრეტულად გადასახადების ნაწილში იმ მოწყვლადი სექტორებისთვის გარკვეული შეღავათების მიცემა, რომლებზეც ყველაზე მეტად იმოქმედებს და გავრცელდება ნეგატიური ზეომოქმედება.
„ჩვენ შევხვდით საქართველოში მსხვილ დამსაქმებლებს კერძო სექტორიდან და განვიხილეთ ის სექტორული, თუ სხვადასხვა გამოწვევები, რომელიც შესაძლოა  ვირუსის გავრცელებამ შექმნას ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით, კონკრეტულ მიმართულებებზე გვაქვს გარკვეული შეთანხმებები, რომელზეც მომდევნო დღეებში პრემიერი გააკეთებს აქცენტირებას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები