ბათუმში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის სამართალდამცველებმა პირი კარანტინში გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის სამართალდამცველებმა პირი კარანტინში გადაიყვანეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ “რეგიონულ კვირასთან” განაცხადა, მედიკოსებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით პირი დააკავეს და კარანტინში გადაიყვანეს.

“პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა, წესი დაარღვია. დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ უკვე საპატრულო პოლიციასთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქეცით. მოქალაქე კარანტინშია გადაყვანილი“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე სამი პირი გამოავლინეს.

მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები