ამირან გამყრელიძე: ახალი კორონავირუსის მკურნალობა სიმპტომურია
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსის მკურნალობა სიმპტომურია.
მისივე განმარტებით, მკურნალობისას რამდენიმე პრეპარატი ჩინეთის გამოცდილების გათვალისწინებით გამოიყენება.
“ამ ინფექციის მკურნალობა არის სიმპტომური, ანუ რა სიმპტომებია წინა პლანზე. თუ მაღალია ტემპერატურა – სიცხის მკურნალობა, თუ პნევმონიაა – პნევმონიის საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული დაცვა და ა.შ. შესაბამისად, ინტენსიური ჟანგბადის მიცემა ადამიანისთვის მთავარია, განსაკუთრებით, გართულებული შემთხვევების დროს. ასევე, ხმარობენ რამდენიმე პრეპარატს, რომელიც ჩინეთის გამოცდილებით გამოიყენება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.