სოფო კილაძე: შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიციას პარლამენტში სამუშაოდ მოსვლა ეზარება
“იმ ფონზე, როცა დასავლელ პარტნიორებთან ერთად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდა, ვხედავთ, რომ, შეთანხმების მიუხედავად, ოპოზიციას პარლამენტში სამუშაოდ მოსვლა ეზარება. რაღაც მიზეზებს იგონებენ, რომ არ მოვიდნენ და არ იმუშაონ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე დიდი დრო დაიხარჯა.
„იმ ფონზე, როცა დასავლელ პარტნიორებთან ერთად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდა, ვხედავთ, რომ, შეთანხმების მიუხედავად, ოპოზიცია რაღაც დამატებით მოთხოვნებს აყენებს და შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში სამუშაოდ მოსვლა ეზარებათ, რაღაც მიზეზებს იგონებენ, რომ არ მოვიდნენ და არ იმუშაონ. სხვა დასკვნას ვერ გავაკეთებ, რადგან შეთანხმება მიღწეულია, რაც კონსტიტუციური პროექტის სახით ჩამოყალიბდა. ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი დრო პოლიტიკურ დაპირისპირებაზე დავხარჯეთ იმის ნაცვლად, რომ დრო ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმებზე გამოგვეყენებინა. სამწუხაროდ, ამის წარმმართველი ოპოზიცია იყო, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, სიტუაცია ქაოსში გადაზრდილიყო და ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება არ მისცემოდა, რადგან სხვაგვარად ხელისუფლებაში მოსვლის შანსს ვერ ხედავენ“, – განაცხადა კილაძემ.