ქობულეთში ახალი ავტოსადგური გაიხსნა

  ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისრტმა ზაურ ფუტკარაძემ და ქობულეთის გამგებელმა გია რომანაძემ ქობულეთის ახალი ავტოსადგური გახსნეს.
ავტოსადგური1541 კვ მეტრზეა განთავსებულია. იგი მოიცავს ორ სართულიან შენობას (561 მ) და ავტოპარკინგს. ავტოსადგური 40 ავტობუსს ერთდროულად მოემსახურება. ქობულეთის ავტოსადგურიდან რეგიონის შიდა, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისები შესრულდება.
“მნიშვნელოვანი ობიექტი გაიხსნა დღეს ქობულეთში. ეს კიდევ ერთი მაგალითია კერძო კომპანიას და სახელმწიფოს შორის წარმატებული თანამშრომლობის. ეს სადგური მაღალ დონეზე მოემსახურება ადგილობრივ მგზავრებს და ჩამოსულ სტუმრებს. მოეწყობა საბავშვო კუთხე, დასასვენებელი ადგილი და საკვები ობოექტი.”- აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
აღსანიშნავიუა, რომ ავტოსადგირის მფლობელი არის შპს „გიაგო,“ რომელმაც ეს ტერიტორია აუქციონზე შეიძინა. სადგურის მშენებლობა 2013 წლის თებერვალში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები