მარინა ენდელაძე: 17 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა
“17 პაციენტზე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია, მათგან 7 საქართველოში რომი-თბილისის რეისითაა ჩამოსული, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.
„გუშინ გაგზავნილი ტესტის ყველა პასუხი მიღებულია და არცერთს დადასტურებია კორონავირუსით ინფიცირება. ამჟამად, გრძელდება ინფექციურში მყოფ, დადასტურებულ 21 პაციენტზე მკურნალობა. მდგომარეობა არავისთან არ გაუარესებულა. არიან მსუბუქი, საშუალო და მათგან ერთი შედარებით მძიმე პაციენტი, თუმცა მდგომარეობა არ არის გაუარესებული, სუნთქვის უკმარისობა არ არის და ვაწარმოებთ დაკვირვებას”, – განაცხადა ენდელაძემ.