ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე და ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე – ტიტუს კორლატეანსა და ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნდა.
პოსტის თანახმად, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.