ეკატერინე ტიკარაძე: იანვრიდან კარანტინი და თვითიზოლაცია 2000-მდე ადამიანმა გაიარა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იანვრიდან კარანტინი და თვითიზოლაცია 2000-მდე ადამიანმა გაირა. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 24 პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
“კარანტინში იმყოფებოდა 426 ადამიანი, საიდანაც 263 ადამიანმა დატოვა უკვე კარანტინი და მათ ჯანმრთელი ადამიანის სტატუსი აქვთ. იანვრიდან დღემდე კი კარანტინი და თვითიზოლაცია 2000-მდე ადამიანმა გაიარა.
ჩვენთან სამკურნალოდ იმყოფება უკვე 24 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ოთხი პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ ექიმებს აქვთ ღრმა რწმენა, რომ გამოსავალი იქნება დადებითი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები